შემოდგომა ჩვენს ქალაქში
სოციალური პროექტის გეგმა:
საგანი: ბუნება
კლასი: მე-3
მასწავლებელი: თამარი ჭედია
მოსწავლეთა რაოდენობა: 19
რაიონი: ქვემო ქართლი
ქალაქი: რუსთავი
სკოლა/ქალაქი: სსიპ ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა
თემა: შემოდგომა ჩვენს ქალაქში
პროექტის
მთავარი იდეა:
მოსწავლეები გაეცნონ
მცენარეთა
მრავალფეროვნებას , გაუფრთხილდნენ და იზრუნონ მასზე.
3.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე
, რომელიც ვერ აღიქვამს ბუნების სილამაზეს,
არ იცნობს მცენარეებს, მათ აგებულებასა და
გამრავლებას, ის არც ზრუნავს მათზე და
არც უფრთხილდება ბუნებას. ასევე ვერ
ჩამოუყალიბდება ესთეტიკური უნარები.
4.
პროექტის მიზანი:
· გაეცნონ შემოდგომის თემატიკას
· შეძლონ კომპიუტერული ტექნოლოგიების
გამოყენებით ინფორმაციის მოძიება.
· გაეცნონ საკუთარი ქალაქის ბუნებას.
· ხელი შევუწყო მოსწავლეების ესთეტიკურ
აღზრდას.
5.
მოსწავლეთა ასაკი: 8 წელი
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
2019წლის 11 ნოემბრიდან - 25 ნოემბრის ჩათვლით.
7.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას; აწყობენ ჰერბარიუმების, მოსწავლეთა
ნახატებისა და მათ მიერვე გადაღებული ყვავილების
ფოტოების გამოფენას. აწყობენ ყვავილებისაგან ცოცხალ
კუთხეს. ისწავლიან მცენარეების მოვლას და
იზრუნებენ მათზე.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, შემოდგომის ფოთლები წიგნები,
სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები და სხვა
სახატავი მასალა.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მესამე კლასის მოსწავლეები კომპიუტერული
ტექნიკის გამოყენებით აგროვებენ ინფორმაციას შემოდგომის
მცენარეებზე. მოიძიებენ სურათებს გადაუღებენ ფოტოებს,
შეაგროვებენ ფოთლებს, რკოებს და გააკეთებენ ჰერბარიუმს
და მოაწყობენ გამოფენას.
სსიპ
ქალაქ რუსთავის
მე-17 საჯარო
სკოლის ბუნების მასწავლებლის
ჭედია თამარის სოციალური პროექტი ,, შემოდგომა ჩვენს ქალაქში’’
2019 წლის 11 ნოემბრიდან 25 ნოემბრის
ჩათვლით რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა
მოაწყვეს პროექტის პრეზენტაცია. პროექტი განვახორციელე
გეგმის
თანახმად ,
კორექტივები
არ შემიტანია. პროექტის
მიზანი
იყო მოსწავლეებისთვის ხელის შეწყობა ესთეტიკურ აღზრდასთან
დაკავშირებით. და თვიანთი ქწალაქის ბუნების გაცნობა. პროექტის
ყველაზე
ძლიერი
მხარე ჩემი აზრით იყო სხვადასხვა ფოთლებისა და რკოების შეგროვება და ჰერბნარიუმის
მოწყობა. ბავშვები დიდი ინტერესით ჩაერთვენ აღნიშნულ სოც პროექტში, მოაწყვეს თავიანთი
ნამუშევრების გამოფენა. პროექტის მსვლელობისას მოვახდინე დაკვირვება მოსწავლეთა
მუშაობაზე, თითეული მოსწავლის
როლსა
და
მიღწეულ
შედეგზე.
საჭიროების
შემთხვევაში მივეცი მათ დროული უკუკავშირი. პროექტის
დასასრულს
მოვახდინეთ
შეფასება
პროექტის შეფასების
რუბრიკით,
რომელსაც
ჰქონდა
განმავითარებელი
ხასიათი. შევაფასე
თითოეული მოსწავლის
ჩართულობა პროექტის
მსვლელობაში .
თვითშეფასების
კითხვარი მოსწავლეებს
დაეხმარა თავიანთი
თავის შეფასებაში.
გაიგეს
თუ
რა
წვლილი
შეიტანეს პროექტზე
მუშაობისას. ეს მათ მომავალ პროექტზე
მუშაობაშიც
გამოადგებათ. მე როგორც პროექტის ორგანიზატორმა მივიღე გამოცდილება და სიამოვნება
მოსწავლეთა ჩართულობით და მათი შედეგების დანახვით.
No comments:
Post a Comment