სსიპ
ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის, თამარ
ჭედიას მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტის ,, გეგმა
,,ხელოვანი მშობლის სტუმრობა მე-2ა კლასში’’
1
|
პრობლემის განსაზღვრა და მისი
აქტუალობა
|
ახალი
წლის მოახლოებასთან ერთად მეორე კლასის მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ
შეესწავლათ სხვადასხვა საახალწლო აქსესუარის დამზადება (გირლანდები, ფიფქები,
სათამაშოები საახალწლო ნაძვის ხისთვის).
აღნიშნულ
პერიოდში ქართულ ენის გაკვეთილებზე მოსწავლეები
შეისწავლიან ფუნქციური წერის მარტივ ნიმუშებს-(მაგალითად: წერილი
თოვლის ბაბუას, საახალწლო ბარათები, მისალოცები...).
სკოლის
ერთ-ერთი მოსწავლის დედა-მურუსიძე ნატალია მხატვარი და დიზაინერია. იგი ძალიან
კომუნიკაბელური ადამიანია და უყვარს, როცა თავის შესაძლებლობებს
იყენებს ბავშებთან სამუშაოდ. პერიოდულად, მშობელი ყოველგვარი თხოვნის
გარეშე კლასისთვის ამზადებს სხვადასხვა
მოსართავებს, მოსწავლეებს მოსწონთ მისი ნამუშევრები და ამას ხშირად აღნიშნავენ
კიდეც.
კლასში
გაიმართა დისკუსია, გადაწყდა, რომ 14.11.2019 დავიწყოთ განხორციელება სოციალური
პროექტისა ,,ხელოვანი მშობლის სტუმრობა
მე-2ა კლასში’’, რომელიც დასრულდება 21.11.2019-ში
|
||
2
|
ინტეგრირებუ
ლი საგნები
|
ქართული ენა, ხელოვნება
|
||
3
|
პროექტის ხანგრძლივობა
|
1 კვირა
|
||
4
|
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეები
დაეუფლონ ფუნციური წერის განსაზღვრულ სახეებს, შეძლონ წერილის,
მისალოცი ბარათის დაწერა;
შეძლონ
ტექსტების გადატანა საკუთარი ხელით დამზადებულ საახალწლო მისალოც
ბარათებზე და მხატვრულად გაფორმება;
მოსწავლეებმა
შეძლონ სხვადასხვა საახალწლო აქსესუარის დამზადება;
შეძლონ
შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
|
||
5
|
საჭირო
რესურსი
|
ფერადი ქაღალდები, ფერადი მუყაო,
ფერადი ფანქრები, საღებავები, ფუნჯები, მაკრატელი, წებო.
|
||
6
|
შედეგები და ინდიკატორები
|
ს.გ.II.1. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი
და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის
შექმნისას.
ს.გ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
ქართ. II. 10. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის
რეჟიმის, სხვადასხვა ტიპის სიებისა და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების
დაცვით.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე
მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
|
||
7
|
21-ე საუკუნის უნარები
ამოცანები და განხორციელე
ბის გზები
|
-ცოდნის კონსტრუირება
ინიციატივა და დამოუკიდებელი
მუშაობა,სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
მიმართულების მიმცემი საკვანძო
კითხვები:
ზოგადი კითხვები
-რა არის მისალოცი ბარათი, როგორ
გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა?
რა განსხვავებაა მისალოც ბარათებსა
და წერილებს შორის?
თემატური კითხვები:
მიგიწერია წერილი, მაგალითად:
თოვლის ბაბუასთვის?
დამოუკიდებლად წერდი თუ მშობელთან
ერთად?
ღია ბარათებს საკუთარი ხელით
ამზადებდი? როგორ აფორმებდი?
შინაარსობრივი კითხვა:
რის შესახებ წერ თოვლის ბაბუას
წერილს?
რა სიტყვები უნდა გამოიყენო
მისალოც ტექსტებში? განმარტე ამ სიტყვების მნიშვნელობა...
14.11.2019
· მოეწყობა საკლასო დისკუსია. მოვიმარაგებთ
მისალოცი ბარათებისა და საახალწლო აქსესუარების დასამზადებლად საჭირო რესურსებს;
15.11.2019
· მოსწავლის მშობლის კირიჩენკო ნატალის მოწვევა ,
გასაუბრება , კონსულტაცია. მოსწავლეები შეისწავლიან წერილების,
მისალოცი ტექსტების წერას.
·
18.11.2019
·
· დავამზადებთ საახალწლო მისალოც
ბარათები, რომლებსაც გავაფორმებთ სხვადასხვა საახალწლო აქსესუარებით;
19.11.2019
კვირის მანძილზე, მშობლის მიერ
შემოთავაზებული ნიმუშების მიხედვით, მოსწავლეები ამზადებდნენ საახალწლო ნაძვის
ხის აქსესუარებს, სათამაშოებს, რითაც საკლასო ოთახს მორთვენ.
20.11.2019
· გავმართეთ საკლასო
დისკუსიას,-რა მოეწონათ პროექტზე მუშაობის პროცესში, რას გააუმჯობესებდნენ;
21.11.2019
· მოსწავლეებმა გამოფინეს თავიანთი
ნამუშევრები და
და
მოახდენეს მათი პრეზენტაცია;
·
|
||
პროექტის მონიტორინ
გი
შეფასება და
თვითშეფასება
|
პროექტის მსვლელობის პროცესში აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს
თვითშეფასების მარტივი კითხვარი
მოსწავლეებისთვის
1.
რა მოგცათ პროექტმა?
ა)
ვისწავლე წერილის, ბარათის ტექსტების შედგენა, მისალოცი ბარათების
დამზადება, სხვადასხვა საახალწლო მოსართავის დამზადება;
ბ)
ვისწავლე მხოლოდ მისალოცი ბარათის გაფორმება;
გ)
ახალი ვერაფერი ვისწავლე;
2.
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის
როგორი
დამოკიდებულება იყო?
ა)ბევრად
უკეთესი;
ბ)
როგორიც აქამდე იყო;
გ)უარესი;
3.
მშობელთან შეხვედრით კმაყოფილი ხარ?
ა)სრულად;
ბ)ნაწილობრივ;
გ)უკმაყოფილო
ვარ.
|
|||
შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმე
ბით
|
· მოსწავლეთა ჩართულობა;
· დამზადებული ნიმუშების ხარისხი;
· შესრულებული საქმიანობის
პრეზენტაციის უნარი;
· გამოხმაურება მშობლებისგან.
მოსწავლის მშობელთან ნატალია მურუსიძესთნ
შეხვედრა და კონსულტაციები წარმატებით დასრულდა!
|
|||
პროექტის
შეფასების რუბრიკა
რას
დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი
საკითხის აქტუალურობა
|
+
|
||
რამდენად
კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და ამოცანები
|
+
|
||
რამდენად
რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
+
|
||
რამდენად
ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი
|
+
|
||
თანმიმდევრობა-
რამდენად ლოგიკურადაა აგებული
|
+
|
|
|
|
|
|
|
პროექტის
მიმდინარეობაზე დაკვირვების ცხრილი
რას
დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა
ჩართულობის ხარისხი
|
+
|
||
აღნიშნული
საკითხის ცოდნა
|
+
|
||
წარმოდგენილი
ნამუშევრების ხარისხი
|
+
|
||
შესრულებული
სამუშაოს პრეზენტაციის უნარი
|
+
|
|
|
მშობელთა
გამოხმაურება
|
+
|
მასწავლებლის
რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის 14.11.2019 დან 21.11.2019
მდე პერიოდში II ა
კლასში ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა სოციალური პროექტი ,,ხელოვანი
მშობლის სტუმრობა მე-2ა კლასში’’. პროექტის განხორციელება განაპირობა
მოსწავლეთა ინტერესმა ერთ-ერთი მშობლის ანა კირიჩენკოს დედის, ნატალია
მურუსიძის ნამუშევრებისადმი ინტერესმა. მშობელი მხატვარ-დიზაინერია.
ამასთანავე იგი მეტად აქტიურია, მჭიდროდ არის დაკავშირებული სკოლასთან, უყვარს
თავისი შესაძლებლობების შეთავაზება სკოლისთვის, კლასში მრავლადაა მის მიერ
შესრულებული ნახატები, მოსართავები, ამდენად, ბუნებრივია, რომ მოსწავლეები
დაინტერესდნენ მისი შემოქმედებით.
გარდა ამისა, მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ
საკუთარი ხელებით დაემზადებინათ საახალწლო მოსართავები, მისალოცი
ბარათები. გადავწყვიტე, ბავშვების სურვილების დასაკმაყოფილებლად გამომეყენებინა
მშობლის უნარები.
პროექტის მიზნებად განისაზღვრა: მოსწავლეებს
ესწავლათ საახალწლო მისალოცი ტექსტების შედგენა, წერილების წერა, ქაღალდისგან და
მუყაოსგან დაემზადებინათ სხვადასხვა ნივთი, მისალოცი ბარათები, განევითარებინათ თავიანთი
საკომუნიკაციო და შემოქმედებით უნარები.
მოსწავლეებთან დისკუსიის შემდეგ დავიწყეთ პროექტზე
მუშაობა: მოვიმარაგეთ საჭირო რესურსი,- ფერადი ქაღალდები, მუყაო, მაკრატელი, წებო,
ფერადი საღებავები...
ქართული ენის გაკვეთილებზე მოსწავლეებმა შეისწავლეს
ფუნქციური წერის ნიმუშები: „წერილი თოვლის ბაბუას,“ „ საახალწლო
მისალოცი ტექსტები,“ წავიკითხეთ საახალწლო მოთხრობები, ზღაპრები,
ვისწავლეთ საახალწლო ლექსები... წინასწარ განსაზღვრულ დროში შევხვდით მშობელს,
რომელმაც კლასში ჩაატარა სპეციალური მეცადინეობა, ე.წ. მასტერ-კლასი, თუ როგორ
უნდა დაემზადებინათ ქაღალდისგან და მუყაოსგან საახალწლო აქსესუარები,
მისალოცი ბარათები, გირლანდები და ა.შ
აღნიშნულმა გაკვეთილმა მოსწავლეებს დიდი სიხარული
მოჰგვარა. ბავშვები ინტერესით აკვირდებოდნენ, ითვალისწინებდნენ მშობლის
რჩევა-დარიგებებს და ამზადებდნენ საახალწლო აქსესუარებს, რომლებიც გაამზადეს
საკლასო ოთახის მოსართავდ. საკლასო ოთახის კედლები მოირთვება ქაღალდის
ფიფქებით, გირლანდებით... მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, რომლებშიც
ჩაწერეს ქართულის ენის გაკვეთილებზე ნასწავლი ტექსტი.
აღნიშნული პროცესის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა
პროექტის ბოლო ეტაპზე. გაიმართა საკლასო დისკუსია-რა მოეწონათ, რა არ
მოეწონათ, რას ისურვებდნენ მომავალში...
მე, როგორ პროექტის ხელმძღვანელმა, მოვახდინე
თვითშეფასება. პასუხი გავეცი ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ წამოჭრილ კითხვებს:
· მოხდათუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად
განხორციელდა.
· რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
რამდენიმე მოსწავლეს გაუჭირდა მუშაობა, რისთვისაც
დამატებითი მუშაობა გახდა საჭირო.
· რომელ კომპონენტში იყო პროექტი წარმატებული?
აღსანიშნავია,რომ პროექტმა კიდევ უფრო დააკავშირა
კლასი და განავითარა თანამშრომლობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ პროექტის მსვლელობის
დროს, კერძოდ ჯგუფური მუშაობისას, იგრძნობოდა კლასში მეგობრული დამოკიდებულება,
მუშაობის პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული.
· რა შედეგი დადგა, რა სარგებელი მიიღეს
პროექტის მონაწილეებმა?
მშობელმა მოახდინა საკუთარი შესაძლებლობების
რეალიზება, მოსწავლეებმა ისწავლეს ბარათებისა და წერილების ტექსტების წერა,
მისალოცი ბარათების, საახალწლო მოსართავების დამზადება, მათ თავიანთი ხელებით
დამზადებული აქსესუარებით უნდა მორთონ საკლასო ოთახი.
· ხომ არ მოხდარა პროექტის მოდიფიცირება?
პროექტის აქტივობები გეგმის გათვალისწინებით
განხორციელდა, მშობელთან შეხვედრის დღეს საჭირო გახდა მეტი დროის დამატება იმ
მოსწავლეებისთვის დასახმარებლად, რომელთაც მუშაობა გაუჭირდათ.
· რა უნდა გავითვალისწინო მომავალში?
უფრო ხშირად უნდა გამოვიყენო მშობელთა
შესაძლებლობები, უფრო აქტიურად ვითანამშრომლო მათთან, მოსწავლეთა
მრავალმხრივი განვითარების, სკოლისა და ოჯახის ურთიერდაკავშირების მიზნით.
No comments:
Post a Comment