Tuesday, November 12, 2019

სოციალური პროექტის ,, გავუფრთხილდეთ დედამიწას’’


სოციალური პროექტი: ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას"

                    სოციალური პროექტის გეგმა

სოციალური თემის ავტორი
სახელი გვარი
თამარ ჭედია
რაიონი
ქვემო ქართლი
სკოლა ქალაქი
სსიპ ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა
ქალაქი
რუსთავი
თემის აქტუალობა
,,გავუფრთხილდეთ დედამიწას"
თემის შინაარსი
ეს საკითხი   უმნიშვნელოვანესია  მთელი   მსოფლიოს  გლობალურ  პრობლემას   წარმოადგენს    მეტად მნიშვნელოვანია და ის არასოდეს კარგავს თავის აქტუალობას,   ვინაიდან და  რადგანაც  ოცდამეერთე  საუკუნე თვით  პრობლემას   წარმოადგენს   ეკოლოგიის  მხრივ.
საგანი
ბუნება
დონე/კლასი
დაწყებითი საფეხური  IIIკლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა 2019წლის 27.10-დან 2019 წლის 8.11.2019 წლის ჩათვლით.
თემის საფუძვლები
თემის მიზანი
მოსწავლეები ადგენენ  დამიანის ზემოქმედების  შედეგად  გარემოზე  გამოწვეულ  ცვლილებებს. სასარგებლო და  საზიანო  ქმედებებზე.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
● მოსწავლეები წაიკითხავენ სხვადასხვა ავტორის წიგნებს ,ბროშურებს,ენციკლოპედიას;
● ამოიღებენ ფაქტობრივ და საჭირო  მასალას და შეიმეცნებენ ;
● გააკეთებენ წაკითხული ტექსტების ანალიზს;
● გამოიმუშავებენ დროის მონიტორინგისა და მიზნობრივად გამოყენების უნარებს;
 ● ითანამშრომლებენ ჯგუფში და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს.
 პროექტი მდგრადია,ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგ. არის პრობლემა,რომლის შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება. მშობლებიც მუდამ უნდა ცდილობდნენ თავიანთ შვილებს ჩაუნერგონ ბუნებისადმი  სიყვარული  და მისი   მნიშვნელობა.
   ამიტომ პროექტის ფარგლებში,მოხდება შესაბამისი ინფორმაციის მოძიება/გაანალიზება ისტ ტექნოლოგიების დახმარებით,ბიბლიოთეკაში სხ/სხ წიგნების და ბროშურების გაცნობა,  გასვლა   სოციუმში,  თემში   და მათი  თვალით  დანახული  პრობლემის  მოსმენა (უბნებში  ნაგვის  ურნების  განთავსების  პრობლემა,  ახლომდებარე   ნაკადულების  დაბინძურება და მისი  ზემოქმედება   ჯანმრთელობაზე. 
თემის შინაარსი აქტივობები:
პირველი ეტაპი: მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს და ვგეგმავთ გამოკითხვას თემში ეკოლოგიურად  რა  პრობლემის  წინაშე დგას  მოსახლეობა.
    მეორე ეტაპი:  საუბრები ეკოლოგიურ   პრობლემებზე.
   მესამე ეტაპი : სკოლის  მიმდებარე    ტერიტორიის დასუფთავება.                                          
   მეოთხე ეტაპი: ინფორმაციის საჯარო პრეზენტაცია სკოლაში.
მონიტორინგი და შეფასება:
 ყოველი კვირის მასწავლებელი შეამოწმებს მოსწავლის მიერ მოძიებულ ინფორმაციას დაახარისხებს ასაკთან მიმარტებასი და გასცემს ინსტრუქციას საქმიანობის შემდეგ წარმართვისთვის.
   პროექტის ბოლოს აფასებს ყველა მონაწილე მოსწავლეს.
რისკები შესაძლო ხარვეძები:
უარი გამოკითხვის დროს
 ტექნიკური პრობლემები(ინტერნეტკავშირის შეწყვეტა,
ენერგიის გათიშვა).
 რუს  დასუფთავების  დღეს  უამინდობა  და  პროექტის  ვადების  კორექტირება.
                                
 სოციალური პროექტის რეფლექსია

სსიპ ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის ბუნების მასწავლებლის
ჭედია თამარის სოციალური  პროექტის ,, გავუფრთხილდეთ დედამიწას’’


2019 წლის  27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის პრეზენტაცია. პროექტი განვახორციელე გეგმის თანახმად  , კორექტივები არ შემიტანიაპროექტის მიზანი იყო მოსწავლეებ შეედგინათ  დამიანის ზემოქმედების  შედეგად  გარემოზე  გამოწვეულ  ცვლილებების ცხრილები სასარგებლო და  საზიანო  ქმედებებზე. პროექტის ყველაზე ძლიერი მხარე  ჩემი აზრით იყო სკოლის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და პრეზენტაციის მოწყობა. მოსწავლეებმა ხალისით მიიღეს მონაწილეობა სკოლის ეზოს დასუფთვებაში. პროექტის მსვლელობისას მოვახდინე  დაკვირვება  მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობაზე,  თითეული  მოსწავლის როლსა და მიღწეულ შედეგზე. საჭიროების შემთხვევაში მივეცი მათ  დროული უკუკავშირი.  პროექტის დასასრულს მოვახდინეთ შეფასება პროექტის შეფასების რუბრიკით, რომელსაც ჰქონდა განმავითარებელი ხასიათი.  შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა  პროექტის მსვლელობაში . თვითშეფასების კითხვარი  მოსწავლეებს დაეხმარა  თავიანთი თავის შეფასებაში. გაიგეს თუ რა წვლილი შეიტანეს  პროექტზე მუშაობისას.  ეს მათ მომავალ პროექტზე მუშაობაშიც გამოადგებათ.   მე  როგორც პროექტის ორგანიზატორმა მივიღე გამოცდილება და შემდგომში გამიჩნდა უფრო მეტი ინტერესი დავგეგმო მსგავსი ტიპის სოციალური პროექტები. 











No comments:

Post a Comment